ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საქართველოს პირველობის მეორე ეტაპი სამთო - სათხილამურო სპორტში

14 თებერვალი, 2025

ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე, ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე, საქართველოს პირველობის მეორე ეტაპი სამთო - სათხილამურო სპორტში ჩატარდა.

შეჯიბრებაში თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო.

მესტიის მუნიციპალიტეტიდან 12 სპორტსმენი ასპარეზობდა.

გთავაზობთ შედეგებს:

პირველი დღე, სლალომი:

2011 - 2012 წ.

II ადგილი - ნიკოლოზ ჯაფარიძე

2008 და ზემოთ (უფროსი ასაკი):

I ადგილი - ირაკლი ხერგიანი

II ადგილი - გოგა გულედანი

 

მეორე დღე, გიგანტური სლალომი:

2009 - 2010 წ. (საშუალო ასაკი)

II ადგილი - კახა გოშთელიანი

2008 და ზემოთ (უფროსი ასაკი)

I ადგილი - ირაკლი ხერგიანი

II ადგილი - გიორგი ჯაფარიძე

III ადგილი - იასე ვეზდენი

 

გუნდს ხელმძღვანელობდნენ მწვრთნელები - რეზო ჯაფარიძე და გოდერძი დადვანი.

 

საქართველოს პირველობის მესამე ეტაპი ჩატარდება 22-23 თებერვალს. კურორტ გოდერძის სასრიალო არეალზე.

 

გააზიარე