slot togel bandar togel online "თეზოს თასი 2025" - მესტიის მუნიციპალიტეტი
ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

"თეზოს თასი 2025"

18 თებერვალი, 2025

15 თებერვალს, მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი სამთო–სათხილამურო სპორტში.

ტრადიციად ქცეული ტურნირი, უკვე მეათე წელია რაც ტარდება, თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით. შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და მოყვარულმა მოთხილამურეებმა.

ქალთა შორის საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

I ადგილი - ეკა უშხვანი

II ადგილი - მარიამ ჭკადუა

III ადგილი - სუსანა გავვა

ვაჟთა შორის გამარჯვება მოიპოვეს:

I ადგილი - იკო ჩხეიძე

II ადგილი - ალეკო ჯაფარიძე

III ადგილი - გიორგი თედიაშვილი

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, თეზოს მეგობრების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.

"თეზოს თასი 2025" - ის პონსორები იყვნენ:

  • "მთის კურორტების განვითარების კომპანია"
  • "ვისოლი"
  • "კრისტალბეთი".
  • მაირ მამედოვი, გიორგი რამიშვილი, გოჩა ენუქიძე და გიორგი დადვანი.
გააზიარე