პროექტ GRETA-ს პრეზენტაცია მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში
დღეს, პროექტი GRETA-ს წარმომადგენლებმა ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერმა ლაშა ჭანტურიამ და ტურიზმის კომპონენტის მენეჯერმა თამარ ჭელიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვდრა გამართეს და წარმოადგინეს პროექტ GRETA-ს პრეზენტაცია მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და პროექტის მენეჯერებმა ვრცლად ისაუბრეს განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა განხილვის შესახებ.
პროექტი GRETA ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.
პროექტთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ GRETA-ს ორგანული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კომპონენტების მენეჯერებს.
ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერი, ლაშა ჭანტურია / 591.447.376.
ტურიზმის კომპონენტის მენეჯერი, თამარ ჭელიძე / 591.448.302.