ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

პროექტი „GRETA”/ მწვანე ეკონომიკა აცხადებს საგრანტო იდეების კონკურსს

19 სექტემბერი, 2019

„მდგრადი სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობა“ აცხადებს საგრანტო იდეების კონკურსს ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მიმართულებით.

აღნიშნული პროექტი  “GRETA”/ მწვანე ეკონომიკა,   წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ამ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი ასევე  მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და  დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს, ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. 

შევსებული აპლიკაცია მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა შესაძლებლობის მიხედვით ქართულ-ინგლისურ ენაზე შევსებული აპლიკაციის წარდგენა სასურველია.

საგრანტო იდეის შევსებული აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი.

 თანდართული ფაილის სახით გთავაზობთ საგრანტო  სააპლიკაციო ფორმას, რომელიც უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე Lasha.Tchanturia@ada.gv.at

მოსახლეობას მოგიწოდებთ იაქტიუროთ და ჩაერთოთ პროგრამაში!

გააზიარე