ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

პროგრამული ბიუჯეტირება

4 მარტი, 2020

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორმა (ექსპერტი ბიუჯეტირების საკითხებში), „რეგიონის განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლოლაძემ და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „პროგრამული ბიუჯეტი-შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება“. ტრენინგი ჩატარდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ორგანიზებით. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. სემინარს ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და ა.(ა).ი.პ.-ების წარმომადგენლები.

გააზიარე