საინფორმაციო შეხვედრა 2023 წლის15 ნოემბრის ამნისტიის კანონის შესახებ
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა გამართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დაბა მესტიის და მესტიის რაიონის სოფლის მოსახლეობასთან. შეხვედრისას პროკურორმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის 15 ნოემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესახებ და განუმარტა მათ კანონი.
ამნისტიის კანონის მიღება მოხდა საქართველოს პროკურატურის და მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის მიერ და მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დანაშაულებრივი გზით დაუფლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება და დანაშაულის ჩამდენ პირებზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება.