საკრებულოს 31 ივლისის სხდომა

31 ივლისი, 2020

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა მორიგი სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმის (2020-2021 წ) დამტკიცების შესახებ.

4. მესტიის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2020-2023 წ.) დამტკიცების შესახებ.

5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში 2020 წლის II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

6. დაბა მესტიაში, ჰაწვალში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

7. დაბა მესტიაში, ჰაწვალში, სასტუმრო დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

8. დაბა მესტიაში, შგედში, სასტუმროს მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

9. ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში უსახელო ქუჩისთვის ლეო ფილფანის სახელის მინიჭების შესახებ.

10. ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში უსახელო ქუჩისთვის შამილ ფილფანის სახელის მინიჭების შესახებ .

გააზიარე