საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსი ჩატარდა
დღეს, საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსი ჩატარდა. საკონკურსო კომისიის წევრები კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს გაესაუბრნენ. შეფასება მოხდა გასაუბრების საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსია საჯარო დაწესებულების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე (საოქმო განყოფილების უფროსი).