ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

30 აგვისტო, 2019

20 აგვისტოს მესტიის მერიის შენობაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას პედაგოგებს და მეთოდისტებს გადასცეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული და გამოცემული სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. 
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის დანერგვა. 

გააზიარე