აქცია „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“

22 აპრილი, 2019

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ - ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად, რათა აღმოიფხვრას  სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი.

სურვილის შემთხვევაში კლინიკის ექიმები გვეწვევიან მესტიის საავადმყოფოში. უკუჩვენების გამორიცხვის მიზნით გამოკითხვის და არტერიული წნევის გაზომვის შემდეგ მოხდება სისხლის აღება (მინიმალური დოზა 200 მლ.)

დონორისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

  ასაკი 18-65 წ.

წონა 50-კგ-ზე მეტი;

  არ უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით და რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული;

არ უნდა იღებდეს ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ მედიკამენტებს სისხლის ჩაბარების პერიოდში;

ასევე ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი ანალიზები:

√  სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი;

 B და C ჰეპატიტი;

დიაბეტი;

√  აივ ინფექცია;

√  სიფილისი.

მ. იაშვილის კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად სჭირდებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები. ჩვენი საზოგადოების დაბალი ინფორმაციისა და  აქტიურობის გამო, პერიოდულად იქმნება პრობლემები ამ ბავშვების სისხლის კომპონენტების უზრუნველსაყოფად.

აქციაში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 595 08 95 52- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახური.

მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ აქციაში, გაიღეთ სისხლი და აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე!

გააზიარე