ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ავსტრიის ელჩის სამუშაო ვიზიტით მესტიას ესტუმრა

18 მარტი, 2023

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ავსტრიის ელჩს, ტომას მიულმანს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კარნერი, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტ GRETA-ს წარმომადგენლები და ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ დირექტორი.

საქართველოსა და ავსტრიას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრაზე განიხილეს სვანეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. მათ შორის, მესტიის მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ავსტრიული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები.

ასევე ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ავსტრიის საელჩოს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე.

ვიზიტის ფარგლებში სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, Austrian Embassy Georgia-ს მიერ გაიმართა ფილმის „ნასესხები შუქის“ (ფილმის ავტორი: ნინო ხოფერია, რეჟისორი: ზვიად მიქელაძე) ჩვენება. 

ფილმი ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა და როზე აუსლენდერის, ავსტრიელი პოეტის შემოქმედების ქართველი მთარგმნელის, შესანიშნავი პოეტისა და პედაგოგის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ მაზერის საჯარო სკოლა-ს პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა გერმანულ და ქართულ ენაზე წაიკითხეს ავსტრიელი პოეტის ლექსები. 

ღონისძიების დასასრულს მესტიის მერმა, ავსტრიის ელჩს სვანი მხატვრის, ჯიმშერ გუჯეჯიანის ნახატი გადასცა საჩუქრად.

 

გააზიარე