ახალი კორონავირუსის (COVID-19) მუნიციპალიტეტში გავრცელების პრევენციის და მოსახლეობის დამატებით რისკებისგან დაცვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17 მარტი, 2020

 მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჯაფარიძემ, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მუნიციპალიტეტში გავრცელების პრევენციის და მოსახლეობის დამატებით რისკებისგან დაცვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ორი საკარანტინო სივრცე, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოქალაქეების განთავსება, ესენია მესტიის ლეო ფილფანის სახელობის კინოსა და თეატრის ცენტრის ბაზაზე არსებული სასტუმრო სივრცე და მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტული ცენტრი. აღნიშნულ სივრცეებში გამოყოფილია 16 ნომერი.
 მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო სპეციალური სადეზინფექციო სითხე, რომლითაც პირველ ეტაპზე დამუშავდება საკარანტინოდ განსაზღვრული სივრცეები, სასწავლო პროცესის დაწყებამდე კი დამუშავდება ბაღები, სკოლები და სპორტული სექციები, ასევე სხვადასხვა დაწესებულებები.
 მნიშვნელოვანია, რომ მესტიის საავადმყოფოს ბაზაზე უკვე არსებობს ყველა სახის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა. საავადმყოფომ მიიღო A და B ვირუსების დამდგენი ტესტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კორონა ვირუსის არსებობის გამორიცხვა.
 მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიების გატარებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ასევე შეიქმნება საინფორმაციო სივრცე, რომლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საქმიანობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელება და საჭირო ინფორმაციის გავრცელება.
 მესტიის კინოსა და თეატრის ცენტრში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით გადაიდება, აგრეთვე დროებით შეწყდება ბიბლიოთეკების მუშაობა.
 შეხვედრას მესტიის მუნიციპალიეტეტის მერიის სამსახურების უფროსები და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდენ.

გააზიარე