ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში.
თარიღი/დრო: 1 ივნისი, 14:00 საათი
გიზიარებთ ღონისძიების განრიგს:
დასაწყისში ცენტრის დარბაზში დიდი ეკრანზე გაიმართება ანიმაციების ჩვენება
ენკანტო:
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, 15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ, რომელიც ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს.
მულტფილმის დასრულების შედმეგ სვანეთის სკოლები წარმოგვიდგენენ
,,დოკუმენტური ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების თემაზე"
1️⃣წვირმის საჯარო სკოლა
2️⃣იელის საჯარო სკოლა
3️⃣იდლიანის საჯარო სკოლა
4️⃣ლატალის საჯარო სკოლა
5️⃣ლახამულის საჯარო სკოლა
6️⃣მესტიის მესამე საჯარო სკოლა
აღნიშნული დოკუმენტური ფილმებიდან კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდება გამარჯვებული სკოლის გამოვლენა და ასევე იქნება დაჯილდოვების ცერემონია.
დასასრულს, სპეციალურად ჩვენი პატარებისთვის მოეწყობა ფუშეტი
დასწრება თავისუფალია!