ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ბეჩოს,ლატალისა და ლენჯერის თემში ახალი ელექტროხაზებისთვის ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს

30 სექტემბერი, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს,ლატალისა და ლენჯერის თემში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც 700 000 ლარზე მეტი ჯდება.

პროექტი ეხება ელექტროენერგიის ამ სამი თემისთვის ცალ-ცალკე გამოყოფას. მოცემული პროექტისთვის მოცემული თემში შემავალ სოფლებმა გააერთიანეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი თანხები. დამატებითი თანხა კი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბეჩოს თემს ელექტროენერგია ბალის ქედის გავლით მიეწოდებოდა. ზამთარში , დიდთოვლობის დროს კი შუქი ხშირად ქრებოდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბოძების მონტაჟი. პროექტი ზამთრის დაწყებამდე დასრულდება და უშუქობის პრობლემა ამ მიზეზით ლატალში,ლენჯერში და ბეჩოში სამუდამოდ იქნება მოგვარებული.

გააზიარე