ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დაბა მესტიაში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1 ოქტომბერი, 2019

დაბა მესტიაში შიდა გზების (15 ქუჩა)  რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 5 413 219 (ხუთი მილიონ ოთხას ცამეტი ათას ორას ცხრამეტი) ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია,  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) თავადი-I ასრულებს (ტენდერის ნომერი-NAT190014984.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარედება დაბა მესტიის 15 ქუჩას:

  1. გ. ჯაფარიძის ქუჩა;
  2. ა. ხერგიანის ქუჩა;
  3. ვიტორიო სელას ქუჩა;
  4. დ. აღმაშენებლის ჩიხი;
  5. ჭ. ჩართოლანის ქუჩა;
  6. ბ. ხერგიანის ქუჩა;
  7. ბეთლემის ჩიხი;
  8. ი. გაბლიანის ქუჩა (სტადიონის მინაკვეთი);
  9. მ გვარლიანის ქუჩა;
  10. ნ. ჯაფარიძის ქუჩა;
  11. სენაკის ქუჩა;
  12. ჯ. ხაფთანის ქუჩა;
  13. ე. ფარჯიანის ქუჩა;
  14. ზ. ფალიანის ქუჩა;
  15. ე. ფარჯიანის I ჩიხი.

სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს საყრდები კედლების მოწყობას და კედლის ფასადის მოპირკეთებას ქვით, გზის ნაწიბურების და ხის ღობეების მოწყობას, ასევე სადრენაჟო ხვრელების, ცხაურების  და სათვალთვალო ჭების მოწყობას. ზოგიერთ ქუჩაზე გათვალისწინებულია ქვაფენილის მოწყობა, ხოლო ზოგიერ ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარი.  მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქუჩების მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები ჯ. ხაფთანის ქუჩაზე, სადაც რელიეფიდან გამომდინარე მიმდინარეობს გზის დამცავი გაბიონების მშენებლობა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2020 წლის 30 აგვისტომდე.

გააზიარე