ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - უკეთესი უნარები - უკეთესი მომავლისთვის

31 ოქტომბერი, 2019

ფარის ახალგაზრდულმა ცენტრმა, პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - უკეთესი უნარები - უკეთესი მომავლისთვის" ფრგლებში გამართულ საინფორმაციო კამპანიას უმასპინძლა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლიდან  ხორციელდება, ორგანიზაციის Save The Children-ისა და ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობით, ზემო სვანეთში პროექტის განმახორციელებელია ორგანიზაცია "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები" და ითვალისწინებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დასაქმებისათვის საჭირო უნარების შესახებ. აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სვანეთის რამოდენიმე სკოლის წარმომადგენელი და ეკოკლუბის წევრები. მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის მე -2, ნაკრის, ლატალისა და ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოებაზე, დისკრიმინაციაზე, შრომით სამართალსა და შრომით ურთიერთობაზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო შეჯიბრებას სკოლებს შორის შემეცნებით თამაშში. შეჯიბრებისათვის გამოყენებულ იქნა ონლიან ინსტრუმენტი kahoot.com. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - დაბა მესტიის მე-2 საჯრო სკოლა, რომელსაც გადაეცა სპეციალური დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატები და საინფორმაციო ტექსტების შემცველი ბლოკნოტები. აღნიშნული ღონისძიების საინფორმაციო კამპანიას უძღვებოდნენ ტრენერები ეკა წულუკიძე და ანნ რეზესიძე.

გააზიარე