გამოფენა „იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბულგარეთის მონუმენტები“
მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში წარმოადგინა გამოფენა „იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბულგარეთის მონუმენტების“.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბულგარეთის შვიდ კულტურულ და ორ ბუნებრივ ადგილს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ისინი წარმოადგენენ ბულგარეთის მდიდარ ისტროიულ და კულტუტულ მემკვიდრეობას და მრავალფეროვან ბუნებას.
გამოფენა გახსნა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ და მოკლედ ისაუბრა „იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბულგარეთის მონუმენტების“ შესახებ.