ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება

19 ნოემბერი, 2024

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.

 „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 14 ნოემბერს და დასრულდება 27 დეკემბერს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებ გვერდზე https://www.mes.gov.ge/

გააზიარე