განვავითაროთ ერთმანეთი-2019

10 ივნისი, 2019

8 ივნისს, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრში პედაგოგთა კონფერენცია ,,განვავითაროთ ერთმანეთი“-2019 ჩატარდა.
კონფერენციის ხელმძღვანელი და იდეის ავტორია იელის საჯარო სკოლის პედაგოგი, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი-ნინო ჭიჭინაძე, ორგანიზატორი-იელის საჯარო სკოლა და მესტიის რესურს-ცენტრი, მასპინძელი-ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი. მსმენელად მოწვეული იყვნენ პედაგოგები მუნიციპლიტეტის 24 სკოლიდან.
კონფერენციაში ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები, ასევ მოწვეული სტუმრები, მათ შორის გლობალური ჯილდო 2019-ის საუკეთესო ათეულის წევრი ლადო აფხაზავა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017-2018 წლის ფინალისტები და საუკეთესო ათეულის წევრები, პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეები.
კონფერენცია გახსნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის საუკეთესო ათეულის წევრმა ნინო ჭიჭინაძემ. სტუმრებს მიესალმა ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თემით წარსდგნენ მოწვეული სტუმრები. კონფერენციის დასასრულს, პედაგოგებმა შეაფასეს მოსმენილი თემები და დაგეგმეს სხვათა გამოცდილებების საკუთარ პრაქტიკაში დანერგვა.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ჭიჭინაძეს ძალზედ საინტერესო კონფერენციისათვის, მადლობა ასევე მოწვეულ სტუმრებს, ვუსურვებთ წარმატებებს. 

გააზიარე