გემო ფესტი მესტიაში
ყველაზე გემრიელი ფესტივალისთვის მზადება დაიწყო!
გემო ფესტი ამჯერად სვანეთში მიემგზავრება.
13 და 14 იანვარს მთელ მესტიას სვანური კერძების სურნელი აავსებს.
სვანეთი, თოვლი, ახალი წელი, სვანების ხელით მომზადებული უგემრიელესი კერძები - მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.
მანამდე კი ვეძებთ იმ ადამიანებს, ვინც გემო ფესტის სტუმრებს მისი ჯადოსნური ინგრედიენტებითა და ნამდვილი სვანური გემოებით გააოცებს.
აუცილებელია იყოს ზემო სვანეთის მაცხოვრებელი და ამზადებდეს სვანურ კერძებს. განსაკუთრებით გვაინტერესებს სვანური სამზარეულოს ახლებური ვარიაციები, თუმცა ნაკლებად ცნობილ ტრადიციულ სვანურ კერძებზეც არ ვიტყვით უარს. თუ თქვენ ხართ ან გეგულებათ ასეთი ადამიანი, ქვემოთ მოცემულია ბმული, რომელზეც შესაძლებელია კითხვარის შევსება