ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

გურგენ გურჩიანის წიგნის "სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნომუსიკალურ ასპექტში" პრეზენტაცია

3 ივლისი, 2023

2 ივლისს, სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩატარდა გურგენ გურჩიანის წიგნის ,,სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნო-მუსიკალურ ასპექტში“ პრეზენტაცია. 

 

 გურგენ გურჩიანის სახელი კარგადაა ცნობილი ქართულ სამუსიკო ფოლკლორსა და ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების შემსრულებლობაში.

 

მის მიერ დმანისში 2002 წელს სვანი ეკომიგრანტებისგან შექმნილი ავთენტიკური ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ ორი ათეული წელია ამშვენებს საქართველოს საკონცერტო დარბაზებს, კონფერენციებსა თუ საერთაშორისო ფესტივალებს. 

 

 გურგენ გურჩიანის ეს ნაშრომი ახალი სიტყვაა ქართულ სამუსიკო ფოლკლორისტიკაში.

 

პრეზენტაციას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ესწრებოდნენ ანსამბლ ,,შგარიდას“ წევრები. 

 

 გურგებ გურჩიანის თხოვნით, დამსწრე საზოგადოებამ ერთწუთიანი დუმილით პატივი მიაგო ანსამბლის ყოფილი წევრის, ერთი თვის წინ გარდაცვლილი საუკეთესო მომღერლის-ვალერ ვიბლიანის ხსოვნას. 

 

 პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში,  დმანისის ანსამბლი ,,შგარიდა“ გურგენ გურჩიანის ხელმძღვანელობით მუსიკალური ნომრებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. აქვე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ანსამბლის შესახებ. 

მაყურებლის წინაშე იდგნენ ადამიანები, ჩვენი კუთხის შვილები, რომლებმაც სვანური ფოლკლორის საზღვრები უსასრულობამდე გადაწიეს, ადამიანები, რომელთაც არა მარტო შეინარჩუნეს იდენტობა საზღვრისპირა რეგიონში, არამედ შექმნეს ფოლკლორული ანსამბლი, აღადგინეს, განავითარეს და გააძლიერეს უძველესი სასიმღერო და საფერხულო ნიმუშები.

 

გააზიარე