ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ინფორმირებული საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად

25 აპრილი, 2019

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (Mclain Association children) და საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნინო ვალიკოვმა და ლიკა ბაციკაძემ მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან, სოციალური სამსახურების უფროსებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩაატარეს საინფორმაციო სახის შეხვედრა თემაზე „ინფორმირებული საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად“. შეხვედრაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სახალხო დამცველის მანდატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, მიმოიხილეს დოკუმენტის დანერგვაზე პასუხისმგებელი ორგანო და მისი განხორციელების მონიტორინგის მექანიზმი, ასევე ისაუბრეს ინკლუზიური განათლების მიზანზე და შშმ ბავშვთა უფლებებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.

გააზიარე