ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ლატალში სოფ. ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

21 მაისი, 2023

♦ მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

♦ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3️⃣ 9️⃣1️⃣2️⃣ 9️⃣8️⃣1️⃣ (სამი მილიონ ცხრაას თორმეტიათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარს შეადგენს. რეაბილიტაცია იწყება ცენტრალური გზიდან და მთავრდება სოფ. ლახუშდის ცენტრში. საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 1980 გრძ.მ-ს.

♦ არსებული საავტომობილო გზა გრუნტისაა და დაზიანებულია. გზის საპროექტო მონაკვეთზე ამ ეტაპზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწის ვაკისის დამუშავება. პროექტის ფარგლებში გზის ოთხ მონაკვეთზე დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების და გაბიონებით საყრდენი კედლების მშენებლობა, მოეწყობა წყლის არინების სისტემა, დაიგება ასფალტობეტონის საფარი და ფოლადის ბაგირით შემოიფარგლება გზის ათამდე მონაკვეთი. ასევე პროექტის ფარგლებში გზაზე არსებულ ღელეზე მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის სახიდე გადასასვლელი.

ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2025 წლის აპრილის თვეში.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT230000737) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „თავადი-I“ ასრულებს.

გააზიარე