ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა

18 აპრილი, 2019

3 აპრილს, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დოკუმენტი და მიზნების მისაღწევად დასახული ამოცანები გააცნეს, რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას,დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვას, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, დაინტერესებული მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტის განხილვის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის მხრიდან დასმული შეკითხვები ძირითადად ეხებოდა მიმდინარე ინფრასრუქტურულ პროექტებს, ასევე თემის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებს.
მისასალმებელია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება, რისთვისაც სიტყვით გამომსვლელებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს.

გააზიარე