მესტიაში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა

12 დეკემბერი, 2019

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მესტიის რაიონული პროკურორი, რამაზ ხურცია უძღვებოდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო კანონით დასჯადი სექსუალური შევიწროებროება, ასევე დანაშაულები: ქორწინების იძულება, ადევნება და ოჯახური ძალადობა. პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე, მისი გამოვლენისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, საზოგადოების ჩართულობის როლსა და მის დადებით გავლენაზე დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების კუთხით.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში, დასვეს საკმაოდ საინტერესო კითხვები, გამოხატეს თავიანთი აზრი ქალთა მიმართ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში.
კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.

გააზიარე