ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში "მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია 2020-2024"-ის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

28 იანვარი, 2020

24 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო ოთახში, ზემო სვანეთის LAG-ის წევრებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პროექტის კოორდინატორმა, თენგო სულთანიშვილმა და LAG-ის კოორდინატორმა, ელენე განაიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია 2020-2024, რომლის შემუშავების პროცესშიც აგრეთვე ჩართული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში ასახული ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების და თითოეულ პრიორიტეტთან დაკავშირებული ამოცანებისა და აქტივობების გაცნობა.

შეხვედრას ესწრებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე ქალბატონი, ნელი ნავერიანი, მესტიის სავადმყოფო- ამბულატორიული გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი თეზო ჩართოლანი და მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წამომადგენლები.

მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია პროექტის კოორდინატორმა თენგო სულთანიშვილმა წარმოადგინა. მან ძირითადად ისაუბრა სტრატეგიის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე:

✅ინფრასტრუქტურა და საბაზისო სოციალური პროგრამები;

✅ტურიზმი;

✅კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;

✅სოფლის მეურნეობა;

✅გარემოს დაცვა;

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ზემო სვანეთის LAG-ის წევრებს სტრატეგიის განხორციელების პროცესში, მერიის მხრიდან აქტიურ ჩართულობას დაპირდა.

გააზიარე