მესტიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის კვების პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს

13 აპრილი, 2020

✔️ა.(ა).ი.პ. „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი.
✔️პროდუქტები დარიგდა უშგულის, იფარის, წვირმის, მულახის, მესტიის, ლენჯერის და ლატალის ადმინისტრაციული ერთეულების საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, სახლებში მიტანით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვით.
✔️პროდუქტი დაფასოვდა და მომზადდა „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ, ხოლო მიწოდებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, ზემო სვანეთის მოხალისეთა ჯგუფთან ერთად.
✔️პროდუქტი მომზადებულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელისთვის და ეტაპობრივად მიეწოდება ყველა ტერიტორიული ერთეულის საბავშვო ბაღს.

გააზიარე