მირონ ხერგიანის საიუბილეო საღამო

19 სექტემბერი, 2018

დღეს, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა კიდევ ერთ ლამაზ ღონისძიებას- ღვაწლმოსილი მწერლის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ჩვენი კუთხის შვილის მირონ ხერგიანის 75 წლის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.
ღონისძიებას თვითმართველობისა და საზოგადოების წარომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მწერლის ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და სტუმრები დადაქალაქიდან, მათ შორის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე- ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც იუბილარი განსაკუთრებული ღვაწლისათვს ჭავჭავაძის სახ. სიგელით დააჯილდოვა. 
მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სიყვარულით ისაუბრეს ციური გაბლიანმა, ფირუზ ფილფანმა, გოგუცა ხერგიანმა, დათო ხერგიანმა და სხვა გამომსვლელებმა. ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან კითხულობდნენ სკოლის მოსწავლეები, საღამოს უძღვებოდა რამაზ ფილფანი. ღონისძიებას მხატვრულად აფორმებდნენ ადგილობრივი ანსამბლები.

გააზიარე