მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი მესტიაში

26 სექტემბერი, 2019

მესტიის მუნიციპალიტეტეტის მერიაში, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ-ების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ძირითადი საკითები იყო: კიბერუსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში და სახელმწიფო სერვისები საჯარო მოხელეებისა და მოქალაქეებისთვის.
შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრეს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) შესახებ, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს პორტალი როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მათთვის საჭირო სხვადასხვა სერვისი.
შეხვედრაზე დამსწრე პირებს გადაეცათ ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აღნიშნულ პორტალზე სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების მიღება.

გააზიარე