მხატვარ, დავით მურაჩაშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მხატვარ, დავით მურაჩაშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
გამოფენა 18 ივნისამდე გაგრძელდება.
დამთვალიერებელს ელოდება შთამბეჭდავი შემოქმედება, საოცარი ფერები და განწყობა...
- "მხატვარი რომელიც სინათლეს სინათლის სიჩქარით ხატავს"
- "მხატვარი, რომელიც ნახატებს მუსიკასთან ერთად ქმნის"
- ,,გრძნობებით შექმნილი ნახატები - ორი ნიჭით შეზავებული ხელოვნება”
- "თანამედროვების ყველაზე პროდუქტიული მხატვარი"...
ასე აფასებენ მხატვარს მისი ხელოვნების მოყვარულები, კრიტიკოსები და პრესა. მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ისლანდიიდან სამხრეთ აფრიკამდე. საქართველოში ეს მისი პირველი გამოფენა გახლავთ.
გამოფენა ტარდება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO "შან-ლენდ"-ის მხარდაჭერით.