პროექტ "გრეტას" ფარგლებში გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში
"ავსტრიის განვითარების სააგენტო" (ADA) პროექტ "გრეტას" ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს ორგანული სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების (LDI) ხელშესაწყობად.
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.
მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.
ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
განხილულ იქნება მხოლოდ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საპროექტო განაცხადები. თუმცა მხედველობაში იქნება მიღებული ის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც სამიზნე არეალის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ, მაგრამ ახორციელებენ ან განახორციელებენ სამიზნე არეალში წარმოებული ორგანულ პროდუქტების შესყიდვას.
სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან: https://www.dropbox.com/s/entxcweervlp7nf/ada-eoi-organicagr.zip?dl=0
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 საათამდე). ხელნაწერი და საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ შემოტანილი განაცხადები არ მიიღება.
ქართულ ენაზე სრულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ("ინტერესის გამოხატვა") მისამართზე: greta@ada.gv.at დანიშნულებაში (subject) მიუთითეთ "LDI მხარდაჭერა".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურია /ორგანული სოფლის მეურნეობის პროექტის მენეჯერი/ ტელ: +995 591 44 73 76