ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საერთაშორისო ვორკშოფი - “ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა”

5 ივლისი, 2024

2024 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი მესტიის მუნიციპალიტეტში აწყობს საერთაშორისო ვორკშოფს - “ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა”. 

საერთაშორისო კულტურული ვორკშოფი ხორციელდება სირაკუზის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯსა და ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რატგერსის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

ვორკშოფის პარტნიორია სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

ათდღიან საერთაშორისო ვორკშოფში მონაწილეობით მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ათ ახალგაზრდა მკვლევარს ეძლევა შესაძლებლობა, მოინახულოს ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მონაწილეობა მიიღოს საველე-კვლევით სამუშაოებში და ჩაერთოს სამეცნიერო დისკუსიაში. ყოველივე ეს საუკეთესო წინაპირობაა არამარტო ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესაცნობად, არამედ პროფესიული ურთიერთობების დამყარებისა და შემდგომი გაღრმავებისთვის.

ვორკშოფი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარე