საკრებულოს სხდომა 25.10.2024 /ანონსი
25 ნოემბერს, 12:00 საათზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა ჩატარდება.
სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
1.მესტიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.
2.მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფ/პ სოსო ჯაფარიძისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფ/პ გიორგი ჯაფარიძისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4.მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (შენობის) ს/კ: 42.06.40.069-ზე არსებული 18.85 კვ.მ ფართის ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში მესტიის მუნიციპალიტეტში – დაბა მესტიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საბავშვო ბაღების, სპორტ დარბაზების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების მონიტორინგის შესახებ.
შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომებზე დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ მობრძანდეთ.
მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი N 1 ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული.
დასაწყისი 12:00 საათი