საკრებულოს სხდომა 25.12.2024
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა 25 დეკემბერს, საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
2. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და
საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და
საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა)
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
6. ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
7. რეზიდენტი სტუდენტისთვის სარეზიდენტო წლების დაფინანსების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
8. შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანების“ თანამშრომლის აკაკი
წერედიანის სასწავლო კურსის, გადაუდებელი მედიცინის სპეციალობაში დაფინანსების თაობაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
9. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
10. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
11. მესტიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
12. მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ
13. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების,
ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის
გახორციელების წესის დამტკიცების შესახებ
14. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
15. მესტიის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
16. ,, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე.