საკრებულოს სხდომა 31.08.2023 / ანონსი
31 აგვისტოს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება საკრებულოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განსახილველი საკითხებია:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მაისის N 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის II კვარტლის ბიუჯეტის გეგმის შესრულების ანგარიშის შესახებ.
4. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესი.
5. მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №გ-135.135223636 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
6. მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში მიმდინარე წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
7. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისთვის გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
8. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
9. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ.