საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) პრევენციისთვის

17 მარტი, 2020

მოსახლეობის საყურადღებოდ!

მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან ასაცილებლად მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, 16 მარტიდან საქმიანობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის და დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე.

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის მუნიციპალური მომსახურებით სარგებლობისგან (თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას).
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ დისტანციურად, ცხელ ხაზზე  595.330.379. დაკავშირების გზით.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ელექტრონული განცხადების წარდგენით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  mestiasakrebulo@gmail.com 

გააზიარე