ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სამთო ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამა

7 ივლისი, 2020

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სამთო ტურიზმის სექტორში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა განთავსებულია ონლაინ ბმულზე ბმულზე  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfFTJbpeldtARJeL__wwFJXbluEUznF6YhE9vcqY2i_XWUJxA/viewform?fbclid=IwAR301ni16rhW9tXEiSJE6qLh71qINxWbOphmtsqhjJrL92-mLBO-JeCuMxo&pli=1

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 03.08.2020 (18:00სთ თბილისის დროით). განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე, სრულად შევსებული განაცხადის ფორმა.

გააზიარე