ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სამუშაო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

2 თებერვალი, 2023

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში 2-დღიანი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.

 

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

 

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ მმართველობას, სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდება ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. 

 

სამუშაო შეხვედრას USAID-ის პროექტის წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა სულ მცირე 22 პარტნიორ მუნიციპალიტეტს დაეხმარება.

პროგრამის მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამა დახმარებას გაუწევს პარტნიორ მუნიციპალიტეტებს კერძო სექტორის დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვაში, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ზრდაზე.

 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის პრინციპი.

გააზიარე