სამუშაო შეხვედრა- მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და 2019-2020 წლების საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩატარების შესახებ
საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონ გიორგი გახარიას დავალებით და საქართელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის 21 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა- მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და 2019-2020 წლების საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩატარების მიზნით.
საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, შსს. პოლიციის მესტიის რაიონული სამმართველოს, სს. ენერგო-პრო ჯორჯიას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები, კერძოდ: ელექტრო ენერგიის უწყვეტი მომარაგების, რომლის შეფერხებაც თავის მხრივ გამოწვეულია ბოლო პერიოდში კატასტროფულად გაზრდილი მოხმარების მაჩვენებლით, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის მიერ ეგრეთწოდებული ,,მაინერებით“ კრიპტოვალუტის წარმოებით. აგრეთვე, სასმელი წყლის დამაკამყოფილებელი ნაკადით, უწყვეტად მიწოდების, საგზაო ინფრასტრუქტურის გამრთულად მუშაობის, დამატებითი, საფეხმავლო 9 ტურისტული ბილიკის მოწყობა,რომელთა ჯამური სიგრძე 117კმ-ს უდრის.ასევე, ჰაწვალის და თეთნულდის კურორტებზე საბაგირო გზების მოწყობის საჭიროება. მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა დაბა მესტიაში საგზაო მიმმართველების, საპარკინგე სივრცეებისა და შიდა მუნიციაპალური ტრანსპორტის არქონა.
შედეგად შეხვედრაზე დამსწრე ყველა უწყების წარმომადგენელმა, დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით წარმოადგინა პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა.კოორდინირებულად მოქმედებისა და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და შეხვედრის ოქმის თანახმად, სამოქმედო გეგმა. პროცესის შემდგომ მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც.
სახელმწიფო ადასტურებს მზაობას, იმისათვის რომ გონივრულ ვადაში იქნება აღმოფხვრილი მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აფერხებს ტურიზმის შეუქცევად განვითარებას და აწუხებს ჩვენ მოსახლეობას.