,,თავისუფალი თემა’’ - ბლოგების შექმნა, გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლების ბლოგების ავტორების ფულადი დაჯილდოება
კონკურსი, "თავისუფალი თემა" ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითარებას. კონკურსანტების მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული იქნება უშუალოდ მოსწავლეების მიერ დანახული.
პირველ ეტაპზე შერჩეული ბლოგების ავტორები გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.
კონკურსის ორგანიზატორია და კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახური მეორადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებასთან ერთად.
ბრძანების გადმოწერა
დებულების გადმოწერა