თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი

17 ივნისი, 2019

13-დან 15 ივნისის ივნისის ჩათვლით, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და თემის ლიდერებისათვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მოწვეულმა ექსპერტმა სანდრო სორდიამ,  ჩაატარა ტრენინგი "თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“. აღნიშნული ტრენინგი პროექტის  „Netvorqing for Efficincy and development (N4ED)- ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  ტრენინგს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.

გააზიარე