"თეზოს თასი 2025"
15 თებერვალს, მესტიაში "თეზოს თასი 2025" გაიმართება.
ყოველწლიური ასპარეზობა თეზო ჯაფარიძის სახელს ატარებს, რომელსაც სვანეთში სათხილამურო კურორტის შექმნის იდეა და ჰაწვალის არეალზე პირველი საბაგიროს დადგმა უკავშირდება.
სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოყვარულ მოთხილამურეს შეუძლია.
დისციპლინა: გიგანტური სლალომი
ლოკაცია: ზურულდის მთა
შეჯიბრის ორგანიზატორები არიან თეზოს მეგობრები.
ღონისძიების მუდმივი მხარდამჭერია M.T.A. Mountain Trails Agency