ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ტრენინგი პოლიტიკური ბრენდინგის თემაზე

24 ოქტომბერი, 2019

23 სექტემბერს „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის" მიერ, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებისა და მოხელეებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე:
➡️ „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“
➡️ „ანგარიშის მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია“
➡️ „პროექტების წერა“
ტრენინგს უძღვებოდა ცენტრის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ტრენერი თამარ ჩიბურდანიძე.
ტრენინგს „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“ ესწრებოდნენე მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიის სამსახურის უფროსები და საკრებულოს დეპუტატები.
ქალბატონმა თამარმა დამსრე საზოგადებას წარუდგინა რამდენიმე მოდული პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნებაზე, ასევე ისაუბრა საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციის სახეებზე და ორგანიზაციის მართვისას სწორი მენეჯმენტის წარმოებაზე.
ტრენინგი „ანგარიშის მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია“ -განკუთვნილი იყო იმ პირთათვის, ვინც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშებს ამზადებს: მერიის სამსახურების უფროსები, პიარ-სამსახური და ასევე ის პირები, ვისაც პროექტებზე უშუალოდ უწევს მუშაობა.
ტრენინგის მესამე ნაწილს „პროექტების წერა“ ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები სურვილის მიხედვით.
ტრენინგის დასასრულს თამარ ჩიბურდანიძემ მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.

გააზიარე