ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროს მფლობელებისთვის
ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა სპეციფიკური რეგულაციები სასტუმროებისთვის, რომლის თანახმადაც განთავსების ყველა ობიექტმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია.
დარეგისტრირებული კომპანიების ადგილზე შემოწმებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს და თუკი ისინი დააკმაყოფილებენ მათთვის შემუშავებულ რეგულაციებს, შეძლებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მასპინძლობას.
ყველა ის სასტუმრო, რომელიც საქმიანობის გაგრძელების ნებართვის მიღებამდე დაიწყებს ოპერირებას, დაექვემდებარება დაჯარიმებას.
სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ. გვერდზე - http://gov.ge/s/5920f
ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის.