ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ეცერის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ბარშამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

9 ივნისი, 2021

ეცერის ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა  1 170 742 ლარი.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 2044 მ. პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2022 წლის დეკემბრამდე.  გზის საფარი მოეწყობა მონოლითური ცემენტობეტონის საფარით.

გზის ღერძის მარჯვნივ არსებულ ღელეზე, რომელიც გამუდმებით აზიანებს სავალ ნაწილს, მოეწყობა 2 მეტრი სიმაღლის დამცავი ნაგებობები, რომელიც გზის პროფილის გასწვრივ მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს  შეასრულებს ელექტრონული ტენდერში (NAT210004333) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „კოლხიდა“, ხოლო პროექტზე ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ჯეო ექსპერტი“. პროექტი სრულად ფინანსდება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

გზების რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით.

 

გააზიარე