ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლები მესტიაში

31 ოქტომბერი, 2019

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე, რეგიონული წარმომადგენელი გენდერის საკითხებში კოკა მებონია და სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისის ხელმძღვანელი ირინა გურჩიანი საკრებულოს თავმჯდომარეს მაიზერ ჯაფარიძეს, მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს, მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და რესურსცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.
სტუმრებმა მოკლედ მიმოიხილეს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის პრინციპები. შეხვედრაზე რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე და მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან გამოკვეთილი საჭიროებები და მათ გადასაწყვეტად მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები, ასევე მიწის რეგისტრაციასთან დაკავაშირებული პრობლემები. ასევე ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რისი მიზანიც არის შეფასდეს, თუ რა ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა თვითმმართველი ორგანოების მხრიდან გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით და პასუხობს თუ არა მათ მიერ დაგეგმილი პოლიტიკა იმ საჭიროებებს, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებულ ქალებს გააჩნიათ. შეხვედრის დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკის შეფასებაზე, ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა ჩართულობის და სხვა საკითხებზე.საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით წყალსა და სანიტარიაზე მისაწვდომობის პრობლემებს საქართველოს საჯარო სკოლებში.

გააზიარე
https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://kahmijateng.com/ https://www.staimuhblora.ac.id/ https://www.mwcnubuduran.or.id/ https://nurulhadid.sch.id/ https://rsmulyasari.com/ https://smpn1bojonggambir.sch.id/ https://smpnsatapptgmanggis.sch.id/ https://pilkom.ulm.ac.id/wp-content/thailand/ https://bappeda.dtph.lampungbaratkab.go.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/