ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრში 1-ლ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა თოჯინების სპექტაკლი ,,მარიტა" წარმოადგინა.
1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წლის ნოემბერს დააწესა. 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.