ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სოფლის მეურნეობა, აგროინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები

17 აგვისტო, 2022

19 აგვისტოს, მესტიაში, სტარტაპ ბიურო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა, აგროინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები.

პროექტი საშუალებას გაძლევს, გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთდღიან ინტენსიურ ბანაკში (bootcamp), რომელშიც წარმატების შემდეგ შანსი გექნება, ორთვიან აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთო.

აქსელერაციის პროგრამა საშუალებას იძლევა მჭიდროდ იმუშაოთ გამოცდილ მენტორებთან და ტრენერებთან, განავითაროთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თქვენი ინოვაციური ბიზნეს იდეა და წარადგინოთ ის ჟიურის წინაშე.

გამარჯვების შემთხვევაში კი (გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი), მიიღებთ ინვესტიციის შანსს იდეის განსახორციელებლად და ასევე, გაემგზავრებით საბერძნეთში ინვესტორებთან, პარტნიორებთან და პოტენციურ კლიენტებთან შესახვედრად. იქ კი საშუალება გექნებათ, საკუთარი წამოწყება მსოფლიოს გააცნოთ!

პროექტი ტარდება Future Agro Challenge-ის ფარგლებში. Future Agro Challenge საერთაშორისო პლატფორმა და შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, აგროპრენერების, ფერმერების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

გააზიარე