ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი HIGLANDER SVANETI x GEORGIA

16 ივლისი, 2023

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA –ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, 2023 წლის 20-22 ივლისს, სვანეთში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი ტარდება. ფესტივალის მასპინძელია, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია Svaneti DMO.

 

ფესტივალის ფარგლებში, წელს მესტიაში გაიმართება HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-ს ლაშქრობის ღონისძიებების სერია, რომელიც მსოფლიოს საკულტო მარშუტების სიაში შედის. საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, მხარს უჭერს ბუნების ბუნების კონსერვაციისა და ადვოკატირების ღონისძიებებს და ეკო-ტურიზმს. 

 

ღონისძიებების მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, აქტიური დასვენების წახალისება და ბუნების ხელუხლებელი სილამაზის შეუბღალავად შენარჩუნება.

 

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა სვანეთის ლაშქრობის ფესტივალზე: https://highlanderadventure.com/en-us/svaneti 

 

ფესტივალი გთავაზობთ სალაშქრო მოგზაურების 2 ფორმატს. დეტალები იხილეთ ამ ბმულებზე: HIGHLANDER Pegasus და HIGHLANDER Orion.

 

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დამატებით ღონისძიებებში: კულინარიული მასტერკლასები, კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი ხელსაქმის მასტერკლასები, საგანმანათლებლო და სხვადასხვა თემატური სესიები, და ისიამოვნონ ადგილობრივი ფოლკლორული საღამოებით.

 

სვანეთის ლაშქრობის ფესტივალი ორგანიზებულია, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მზარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით. ფესტივალის მხარადაჭერები ასევე არიან, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და MTA.

გააზიარე