ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

"ხალდე-ლაჰილი"-ს პრეზენტაცია

7 აგვისტო, 2023

9 აგვისტოს, 18:00 საათზე, მესტიის თეატრში დათო ტურაშვილის ახალი წიგნის "ხალდე-ლაჰილის" საჯარო წარდგენა გაიმართება.

მწერალი ისაუბრებს როგორც მისი ახალი წიგნის, ასევე ზოგადად სვანეთის შესახებ ძველი და ახალი ფოტოების თანხლებით. 

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ლექციის შემდეგ შეიძინონ ამ წიგნის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსია.

 

პრეზენტაციის შემდგომ 21:00 საათზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ბეთქილი" . 

გააზიარე